აჭარაში 131 პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
აჭარაში გასულ ღამეს კორონავირუსზე 131 პაციენტი გამოიკვლიეს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
რეგიონში აღარ იმყოფება არც ერთი კოვიდინფიცირებული. ახალი შემთხვევა კი 30 აპრილის შემდეგ აღარ გამოვლენილა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1114 პირი. საკარანტინო სივრცეები დატოვა 6933-მა ადამიანმა.