აჭარას 52 საათით გაზის მიწოდება შეუწყდება
აჭარას 52 საათით გაზის მიწოდება შეუწყდება

აჭარას 10 ოქტომბრიდან გაზის მიწოდება შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ავრცელებს. გაზის მიწოდება 12 ოქტომბერს აღდგება.

„გაცნობებთ, რომ აჭარის რეგიონში უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების მიზნით კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ააშენა ახალი 500 მმ მაგისტრალური გაზსადენი. აღნიშნულ გაზსადენზე გადართვითი სამუშაოების გამო აჭარის რეგიონს 10 ოქტომბრის დილის 06:00 საათიდან 12 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები“, – აღნიშნულია განცხადებაში.