AC/DC-ის თანადამფუძნებელი მალკოლმ იანგი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ავსტრალიელი გიტარისტი და AC/DC-ის თანადამფუძნებელი მალკოლმ იანგი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია მუსიკოსის ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც metro.co.uk წერს, იანგი ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა დემენციას დაავადებას.

მალკოლმ იანგი 1953 წლის 6 იანვარს შოტლანდიაში დაიბადა და 1963 წელს თავის ოჯახთან ერთად ავსტრალიაში გადავიდა.

AC/DC-ის ჰიტებს შორის არის: “Back In Black”, “Highway to Hell”, “You Shook Me All Night Long”.

2014 წლის სექტემბერში იანგმა ბენდი ავადმყოფობის გამო დატოვა და დემენციას მკურნალობა დაიწყო.