აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის 24 ოქტომბრის „მეინ ქარდზე“ ექვსი ბრძოლა შედგება
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის 24 ოქტომბრის „მეინ ქარდზე“ ექვსი ბრძოლა შედგება

აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე 24 ოქტომბრის ღონისძიების (UFC 254) „მეინ ქარდი“ დააანონსა. როგორც ირკვევა, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის სატიტულო ბრძოლამდე მეინ ქარდზე კიდევ 5 დაპირისპირება შედგება.

UFC 254-ის ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლა საშუალო წონით დივიზიონში (middleweight) შედგება. ყოფილი ჩემპიონი რობერტ ვიტეკერი ჯარედ კანონიერს დაუპირისპირდება. გამარჯვებული, დიდი ალბათობით, შემდგომ სატიტულო ბრძოლის შესაძლებლობას მიიღებს.

იმავე დღეს „მეინ ქარდზე“ შედგება ალექსანდერ ვოლკოვისა და ვოლტ ჰარისის დაპირისპირება. ასევე დიდ ინტერესს იწვევს ისლამ მახაჩევისა და რაფაელ დოს ანჯოსის ბრძოლა. შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს UFC-ის ოქტაგონზე მესამედ ავა ლიანა ჯოჯუა, რომლის მეტოქე მირანდა მავერიკი იქნება.

 

UFC 254 მეინ ქარდი

ხაბიბ ნურმაგომედოვი – ჯასტინ გეიჯი (ტიტულისთვის)

რობერტ ვიტეკერი – ჯარედ კანონიერი

ალექსანდერ ვოლკოვივოლტ ჰარისი

ისლამ მახაჩევი – რაფაელ დოს ანჯოსი

სინტია კალვილიო – ლორენ მერფი

მაგომედ ანკალაევი – იონ კუტელაბა