აბორტის კანონის ლიბერალიზაციის მიზნით, 25 მაისს ირლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდება
აბორტის კანონის ლიბერალიზაციის მიზნით, 25 მაისს ირლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდება.
ირლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოსახლეობას ბოლო 35 წელიწადში საშუალება ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაცია შეცვალოს.
აბორტის სრული აკრძალვის კანონი მხოლოდ 2013 წელს შემსუბუქდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდა შესაძლებელი, როდესაც დედის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.