აბიტურიენტს, რომელიც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
აბიტურიენტს, რომელიც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აბიტურიენტის ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, ოჯახის წევრია.
მისივე თქმით, გამოკვლეულია აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფი 27 ადამიანი და ტესტის პასუხი უარყოფითია.
ამასთან, ცხრა აბიტურიენტი, რომელიც მასთან იყო კონტაქტში, ამჟამად დაკვირვების ქვეშ, საკარანტინო სივრცეში იმყოფება და ყოველი გამოცდის წინ „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდება.