აბიტურიენტს გამოცდის დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნება, გარკვეულ პირობებში შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვაც
აბიტურიენტს გამოცდის დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნება, გარკვეულ პირობებში შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და გრძელდება 25 ივლისამდე. საკითხი, რომელიც ადარდებს, როგორც აბიტურიენტებს, ასევე მათ მშობლებს – დღეს დილით გქვონდა შესაბამისი თათბირი როგორც ჩვენი ჯანდაცვის სექტორის, ასევე ეპიდემიოლოგების წარმოამდგენელებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს შეგვიძლია, გავამხოვანოთ, შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, ასეთია: იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც პირბადით აუცილებლად უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება დეზობარიერით უზრუნველყოფილი, გამოცდის ჩაბარების პერიოდში შესაძლებლობა ექნება, პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია დაცული იქნება. რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვაც“,- აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, აბიტურიენტებს გამოცდის დროს კომფორტული გარემო ექნებათ.
„აღნიშნული რეკომენდაციები მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. ფაქტობრივად, ჩვენ შეძლებისდაგვრად, სრულად კომფორტულ მდგომარეობას, გარემოს შევუქმნით ჩვენს აბიტუირიენტებს, რათა თავისი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ, ეფექტურად და წარმატებით ჩააბარონ გამოცდები, რომ შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღება გააგრძელონ“, – განაცხადა გახარიამ.