აბდელ ფატაჰ ალ-სისის ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში 22 მილიონამდე ამომრჩეველმა მისცა ხმა
აბდელ ფატაჰ ალ-სისის ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში 22 მილიონამდე ამომრჩეველმა მისცა ხმა

ეგვიპტის მოქმედმა პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ ქვეყანაში 26-28 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 97 პროცენტი მოიპოვა. ამის შესახებ განცხადება ეგვიპტის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაკეთდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ალ-სისის ხმა თითქმის 22-მა მილიონმა ადამიანმა მისცა, არჩევნებში მონაწილეობა კი, 24-მა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო.

აბდელ ფატაჰ ალ-სისის ერთადერთმა კონკურენტმა, მუსა მუსტაფა მუსამ კი, ამომრჩევლის  ხმათა 3 პროცენტის დაგროვება შეძლო.