ABC - სტუდენტი, რომელმაც მერილენდის სკოლაში ცეცხლი გახსნა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
სტუდენტი, რომელმაც მერილენდის სკოლაში ცეცხლი გახსნა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ABC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ლექსინგტონ პარკში მდებარე Great Mills-ის სკოლაში ახალგაზრდამ ცეცხლი გახსნა და ორი თანაკლასელი დაჭრა.
თავდამსხმელი სკოლის დაცვის თანამშრომელმა ორმხრივი სროლის დროს დაჭრა, ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაშავებული ორი მოსწავლის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევა დილის საათებში, გაკვეთილების დაწყებამდე მოხდა. თავდამსხმელის მოქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
Great Mills-ის სკოლა ვაშინგტონიდან სამხრეთით 70 კილომეტრში მდებარეობს.