მერილენდში, ლექსინგტონ პარკში მდებარე Great Mills-ის სკოლაში ცეცხლი ერთ-ერთმა სტუდენტმა გახსნა, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ABC ავრცელებს.
როგორც შერიფმა განაცხადა, სროლის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი თავად თავდამსხმელია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯარო განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
მერილენდის გუბერნატორი ლერი ჰოგანი მოქალქეებს მოუწოდებს, პოლიციის სამართალდამცველების ინსტრუქციას დაემორჩილონ.
Great Mills-ის სკოლა ვაშინგტონიდან სამხრეთით 70 კილომეტრში მდებარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
გასულ თვეში ფლორიდის სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა.