აბაშიშვილი - საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა რუსეთი და ოკუპაცია იქნება
საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების მთავარი სასაუბრო თემა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები და ოკუპაცია იქნება, – ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტების შეხვედრამდე გააკეთა.
„საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ნაწილში შვეიცარიას განსაკუთრებული პოლიტიკური როლი აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტების მთავარი სასაუბრო ნაწილი სწორედ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს და ოკუპაციას შეეხება. რუსეთის იმ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებებს, რომელებიც მუდმივად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება”,- განაცხადა აბაშიშვილმა.
შვეიცარიისა და საქართველოს პრეზიდენტები დახურულ კარს მიღმა ეკონომიკურ საკითხებსაც განიხილავენ.
„შვეიცარია ეკონომიკური განვითარების განსაკუთრებული მოდელი და მაგალითია, ქვეყნისგან ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ. მათ შორი,ს განსაკუთრებით საინტერესოა შვეიცარიის გამოცდილება ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ცხადია, შეხვედრებზე ამ გამოცდილების გაზიარება აუცილებლად მიხდება”,- აცხადებს აბაშიშვილი.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, დორის ლოიტჰარდი შეხვედრებს დღეს გამართავს.