აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე აბაშაზე არსებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ხიდის სავალ ნაწილს, მოაჯირებსა და ტროტუარებს. ასევე, იგეგმება ექსპლუატაციაში არსებული ხიდის გაფართოება, დამცავი ბურჯების სარეგულაციო ნაგებობების გაკეთება და გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა.
უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 630 000 ლარია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.