აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლული იპოვეს
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლული იპოვეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.

მეზობლების განცხადებით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და ის 31 დეკემბრის შემდეგ აღარ უნახავთ.

მათივე ინფორმაციით, მოკლულს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და ხელები წებოვანი ლენტით ჰქონდა შეკრული.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.