აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ აბაშის საზოგადოებრივი ცენტრი აბაშის და მიმდებარე 36 სოფლის 23 000-მდე მცხოვრებელს მოემსახურება.

ახლად გახსნილ საზოგადოებრივი ცენტრში განთავსდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, შეხვედრების დარბაზი. ცენტრს ექნება უფასო ინტერნეტი.

აბაშის შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრი ხობში გაიხსნება.

ამჟამად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შვიდი საზოგადოებრივი ცენტრი მუშაობს.