აბანო-ფშაველის გზის მონაკვეთზე მამაკაცს ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადავარდა
აბანო-ფშაველის გზის მონაკვეთზე ქვეითად მოსიარულე შუახნის მამაკაცს კლდეზე ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის თორღვას აბანოდან ბარის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან დაგორდა.
40 წლამდე ასაკის მამაკაცის ამოყვანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მოახერხეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის მძიმე დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, პაციენტს გულმკერდის დაჟეჟილობა და სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.