ცნობილი ქართველი მსახიობი ნინო (ნინიკო) ჩხეიძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ოთხი ათეული განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მოღვაწეობდა.
მას ყველა იცნობდა როგორც სახასიათო როლების ბრწყინვალე შემსრულებელს, რომელმაც არაერთი გამორჩეული სახე შექმნა სცენაზე და ქართულ კინოში.
მაყურებელს იგი განსაკუთრებულად დაამახსოვრდა სპექტაკლში „ეზოში ავი ძაღლია“ და გოდერძი ჩოხელის ფილმიდან „ადამიანთა სევდა“.
ნინიკო ჩხეიძე ლეგენდარული ქართველი მსახიობის უშანგი ჩხეიძის და იყო, რომლის ცხოვრებას და შემოქმედებას მონოგრაფია მიუძღვნა.