პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იმყოფებიან [ფოტო]
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნული სამსახურის შესასვლელ კარს, სიმბოლურად, ბოქლომი დაადეს, ასევე კარზე დროშა გადაფინეს.
ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმის ავტობუსები, ასევე წყლის ჭავლის მანქანები დგას პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.
დილიდან პარლამენტის შენობის შესასვლელები ბლოკირებულია.