აშშ-ში 92 წლის ქალმა მოკლა შვილი, რომელსაც მისი მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანა სურდა
ანა მაე ბლესინგს 72 წლის ვაჟის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს. როგორც ირკვევა, დედა-შვილს კონფლიქტი მას შემდეგ მოუვიდათ, რაც 92 წლის ქალმა შეიტყო, რომ შვილს მისი თავშესაფარში გადაყვანა სურდა.
ანა მაელ ბლესინგი შვილთან და მის მეგობარ ქალთან ერთად არიზონაში ცხოვრობდა. როგორც მან დაკითხვაზე განაცხადა, შვილის მკვლელობის შემდეგ ის თვითმკვლელობას აპირებდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 92 წლის ქალმა ხალათში ორი ცეცხლსასროლი იარაღი დამალა და მის საძინებელში შესულ ვაჟს რამდენჯერმე ესროლა. ამის შემდეგ მან იარაღი შვილის მეგობარ ქალსაც დაუმიზნა, თუმცა მან თავდამსხმელისთვის პისტოლეტის წართმევა მოახერხა და სამართალდამცველები გამოიძახა.
პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. ერთი კისრის და მეორე ყბის მიდამოებში.