ცხრა წლის დაჩი გულუა გიორგი გახარიას საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანას სთხოვს
ცხრა წლის დაჩი გულუა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანას სთხოვს.
დაჩი გულუამ გიორგი გახარიას წერილით მიმართა, რომელსაც ბავშვის დედა, ნათია ანასტასიადი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს:
„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, ცხრა წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“.