ბათუმში 9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს . ზღვისპირა პარკში მემორიალურ დაფასთან თავდაპირველად ოპოზიციის, შემდეგ კი აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.
9 აპრილი დღეს უშუალო თვითმხილველებმაც გაიხსენეს.
მიმდინარე წლის აგვისტომდე ზღვისპირა პარკში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება. თითქმის 28 წელია პარკში მხოლოდ მემორიალური დაფა დგას.
სხვადასხვა ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, მემორიალი დღემდე არ აღმართულა.
ბათუმის მერიის განცხადებით, უკვე შერჩეულია მემორიალის ესკიზი, გამოცხადებულია ტენდერი.