თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში 9 აპრილის მემორიალთან 9 აპრილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტი ლიეტუვის გუნდმა „ვილნიუსმა“ გახსნა. სპეციალურად ამ დღისთვის ლიეტუვიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ორი სიმღერა შეასრულეს – საბრძოლო სიმღერა „ჩვენ ვერავინ გაგვტეხავს“ და ხალხური სიმღერა სახელწოდებით „სამშობლო“.
სპეციალურად 9 აპრილის დღისადმი კონცერტზე გუნდებმა ერთობლივად მოამზადეს რამდენიმე თემატური ნაწარმოები 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტში რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.