9 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა, ხოლო თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 აგვისტომდე საქართველოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4-6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7-8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4–6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7–8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.