9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა, მაღალმთაში თოვლი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება.