პეტრა კვიტოვამ რეიტინგის სათავეში გადანაცვლების შანსი გაუშვა ხელიდან
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა პეტრა კვიტოვამ მაიამის ღია პირველობაზე მეოთხედფინალური მატჩი დათმო და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი გაუშვა ხელიდან.
29 წლის ჩეხმა სამ სეტში წააგო ეშლი ბარტისთან (7-6 (8-6), 3-6, 6-2).
იმისათვის, რომ კვიტოვას რეიტინგის სათავეში ნაომი ოსაკა ჩაენაცვლებინა, მას აუცილებლად ფინალში გასვლა ესაჭიროებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეშლი ბარტი და პეტრა კვიტოვა ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ და ავსტრალიელმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.