მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 25 წლის ასაკში კარიერა დაასრულა #1TVSPORT
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 25 წლის ასაკში კარიერა დაასრულა #1TVSPORT

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ეშლი ბარტიმ გამოაცხადა, რომ პროფესიულ კარიერას ასრულებს. მსოფლიოს მოქმედმა პირველმა ნომერმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეს ჩემთვის რთული და ემოციური დღეა, რადგან ვაცხადებ ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ. არ ვიცოდი, როგორ მომეწოდებინა თქვენთვის ეს ამბავი, ამიტომაც დახმარების თხოვნით მივმართე ჩენს კარგ მეგობარს კეისი დელაკვას. მე ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც სპორტის ამ სახეობამ მომცა, და სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობით მივდივარ. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა ამ გზის გავლისას“, – აღნიშნა ბარტიმ.

ავსტრალიელმა ასევე დაამატა, რომ უფრო მეტ ინფორმაციას ხუთშაბათის პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს გამოცხადდება ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი.

კარიერის განმავლობაში, 25 წლის ბარტის თითოჯერ აქვს მოგებული ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი და უიმბლდონი. სულ მის ანგარიშზე 15 ტიტულია ერთეულებში და 12 ტიტული – წყვილებში. დუეტებში მას 2018 წელს აქვს მოგებული აშშ-ის ღია პირველობა.