70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის პირბადეების დარიგება 23 მარტიდან დაიწყება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის პირბადეების დარიგება 23 მარტიდან დაიწყება.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, პირბადეები დეფიციტია დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ეს არის გლობალური პრობლემა.
„იცით, რომ სულ რამდენიმე დღეში, რეკორდულ პერიოდში, ძალიან სწრაფად შევძელით, რომ აგვემოქმედებინა პირბადეების წარმოება, რომელიც ადრე არ გვჭირდებოდა და ნულიდან დავიწყეთ, დღეს უკვე არის გამართული. პირბადეების წარმოებაში ჩართულია მრავალი სამკერვალო ქარხანა და როგორც კი ნედლეულის რითმულ მიწოდებას ავაწყობთ, შევძლებთ, რომ უფრო მასობრივად დავიწყეთ წარმოება. დღეს რასაც ვაწარმოებთ, კონკრეტული, შეთანხმებული პრიორიტეტებით ვანაწილებთ იმ კატეგორიებზე, ვინც დგანან ფრონტის წინა ხაზზე და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. დამერწმუნეთ, რომ კერძო სექტორის ჯგუფებს შორის, მედია ხართ ერთ-ერთი პრიორიტეტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა პენსიონერებს დავურიგებთ პირბადეებს. ყველანი გაგებით უნდა მოეკიდოთ, მეც კი არ მაქვს პირბადე. პირველ რიგში პრიორიტეტი არის 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცები, ორშაბათიდან ვიწყებთ დარიგებას ამ პრიორიტეტით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.