7.2 მაგნიტუდის მიწისძვრას მექსიკაში სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა
7.2 მაგნიტუდის მიწისძვრას მექსიკაში სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულების რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
ოახაკის შტატში 50-მდე საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა, ასევე დაზიანდა მუნიციპალური მთავრობის შენობა და ეკლესია.
სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, სეისმოლოგიურმა ცენტრმა მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ განცხადება გაავრცელა.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მექსიკის ბიუროს ინფორმაციით, არაერთმა მოქალაქემ შენობები მიწისძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.
ეპიცენტრი მეხიკოდან 190 კილომეტრში მდებარე პუერტო ესკონდიდო იყო.