გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია და მათი მხარდამჭერები პირველ არხთან აქციას მართავენ [ფოტო]
გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია და მათი მხარდამჭერები პირველ არხთან აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველო შეუერთდა გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ პაქტს, რის წინააღმდეგაც გამართული აქციები, მათი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ გააშუქა.
პირველი არხის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქოს აქციები, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს მიერ მიგრაციული პაქტის ხელმოწერის წინააღმდეგ.
ამასთან, ამ წუთებში აქციის ლიდერები, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ლევან ჩაჩუა, ჯონდი ბაღათურია და გურამ ფალავანდიშვილი პირველი არხის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტის წევრებს ხვდებიან.