164 დევნილი და 208 ეკომიგრანტი ოჯახი ბათუმში ბინებს მიიღებს. ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მოინახულა.
საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 26 მარტს დაიწყება და 25 აპრილამდე გაგრძელდება. განაცხადის შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ როგორც ბათუმში, ასევე თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში.
მშენებლობა სულ 12 მილიონი დაჯდა. ცხრა მილიონი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გამოყო, სამი კი აჭარის მთავრობამ.