საქართველო ადრე და ახლა - როგორ შეიცვალა ქალაქები

​საქართველო ადრე და ახლა – ასეთია პირველი არხის ფოტოპროექტის სახელწოდება, რომელიც დროში გვამოგზაურებს. თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და თელავი ჩვენს ობიექტივში მოექცა. დღევანდელ ხედებთან ერთად, ჩვენ არქივიდან ამოღებულ კადრებს შემოგთავაზებთ და ძველსა და ახალ საქართველოს ერთმანეთს შევადარებთ.

ცვლილება ფოტოს ფერიდან იწყება, თუმცა ის პირველ რიგში ადგილებზე აისახა. შენობებმა სახე იცვალეს, ქუჩები გაფართოვდა, მწვანე საფარი კორპუსებმა ჩაანაცვლა და ძველი ყაიდის ქალაქები თანამედროვე ადგილებად იქცა.

მიუხედავად ცვლილებებისა, ადგილების შედარების დროს მსგავსება მაინც მკაფიოა.

​პირველი არხის ფოტოგრაფის მოგზაურობა არქივით დაიწყო. მირიან მელაძემ ჯერ ფოტოები მოაგროვა და შემდეგ უკვე საქართველოს სხვადასხვა ქალაქს ესტუმრა. მიზანი ფოტოზე აღბეჭდილი კადრების დაფიქსირება იყო. 4 ქალაქში 30-მდე კადრი დააფიქსირა და ძველი და ახალი საქართველო ერთ ფოტოში გააერთიანა.

დავიწყოთ მოგზაურობა – საქართველო ადრე და ახლა…


ფოტოები: მირიან მელაძე

ბათუმი, თბილისის ქუჩა

ბათუმი

თელავი

თელავი

ქუთაისი, ჯაჭვის ხიდი

ქუთაისი, თეთრი ხიდი

ქუთაისი, პირველი გიმნაზია

თბილისი

ნარიყალა

იუსტიციის სახლი

თბილისის საკრებულო

რუსთაველის თეატრი

ვორონცოვის ხიდი

აღმართი ბარათაშვილის ხიდთან

მშრალი ხიდი

თავისუფლების მოედანი

მეტეხი

ხედი მშვიდობის ხიდიდან

ავლაბრის აღმართი

ფურცელაძის ქუჩა

ოპერა

ცისფერი გალერეა

მდინარე მტკვარი, ძველი თბილისი

ბარათაშვილის ხიდი

აბანოთუბანი

ხედი ძველი თბილისიდან

ძველი თბილისი