61 წლის მამაკაცს, რომელიც ხელვაჩაურში ადიდებულმა მდინარემ წაიღო, ამ დრომდე ეძებენ
მაშველები მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ 61 წლის მამაკაცს, რომელიც ხელვაჩაურში ადიდებულმა მდინარე მეჯინისწყალმა ავტომანქანიანად წაიღო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც მდინარეში, ასევე ზღვაში.