60 პროცენტი ბავშვთა პროექტებს - ფეხბურთის განვითარების ფონდმა დახარჯული თანხები დაასახელა
2019 წელს, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა დახარჯული თანხების დიდი ნაწილი ბავშვთა ფეხბურთს მოახმარა – ამაზე ფონდის ოფიციალურ გვერდის გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს.
ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ფონდის და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივ პროექტებზე საგანმანათლებლო, მასობრივი და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის 3,035,152 ლარი დაიხარჯა.
საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის 224,670 ლარი იყო გამოყოფილი, მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის – 900,000, ხოლო ბავშვთა ფეხბურთისთვის – 1,91 მილიონი. თანხების დიდი ნაწილი, 1,12 მილიონი ლარი, 92 საფეხბურთო სკოლას ტექნიკური დახმარებისთვის დაერიცხა. ამას გარდა, სკოლების ლიცენზირების შემდეგ, ოთხ გამორჩეულ საფეხბურთო აკადემიას განვითარებისა და ინფარსტრუქტურის მოსაწესრიგებლად 480,000 ლარი ჩაერიცხა.