უეფა-მ საქართველოში საპილოტე პროექტი დაიწყო - მეათე საჯარო სკოლაში უფასო საფეხბურთო ჯგუფები იხსნება​ #1TVSPORT
უეფა-მ საქართველოში საპილოტე პროექტი დაიწყო - მეათე საჯარო სკოლაში უფასო საფეხბურთო ჯგუფები იხსნება​ #1TVSPORT

თბილისის კლასიკური გიმნაზია ჩაერთო უეფა-ს პროექტ „ფეხბურთი სკოლებში“, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ხორციელდება – მასში მონაწილეობის საშუალება საჯარო სკოლებს მთელი საქართველოს მასშტაბით ექნებათ.

პროექტი ითვალისწინებს პირველ-მეორე კლასელი ბავშვების (გოგონების და ბიჭების) სკოლის ტერიტორიაზე რეგულარულ ვარჯიშებს საფეხბურთო გაკვეთილებზე. რომელსაც უეფა-ს ლიცენზირებული მწვრთნელები ჩაატარებენ – მონაწილეობა სრულიად უფასო იქნება.

საპილოტე პროექტში წლის ბოლომდე ათამდე სკოლის ჩართვა იგეგმება. პროექტში მონაწილე ბავშვებისთვის ვარჯიში თბილისის კლასიკური გიმნაზიის სპორტულ დარბაზში გაიმართა, რომელსაც სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და კლასიკური გიმნაზიის დირექტორი თამუნა კაპანაძე დაესწრნენ.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრული ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სკოლის ტერიტორიაზე უფასოდ ჩაერთონ ფეხბურთში. ღონისძიება უეფა-ს ყოველწლიური მასობრივი კვირეულის ფარგლებში იმართება.