დაგეგმილია მილანური კლუბის ფეხბურთელებთან შეხვედრები - „ინტერ აკადემია საქართველომ“ იტალიურ სტაჟირებაზე ინფორმაცია გაავრცელა #1TVSPORT
დაგეგმილია მილანური კლუბის ფეხბურთელებთან შეხვედრები - „ინტერ აკადემია საქართველომ“ იტალიურ სტაჟირებაზე ინფორმაცია გაავრცელა #1TVSPORT

„ინტერ აკადემია საქართველომ“ 14 წლამდე ფეხბურთელთა გუნდის იტალიაში გამგზავრების დეტალებზე ინფორმაცია გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ქართული „ინტერი“ მილანში ნოემბერში გაემგავრება და „ინტერის“ ორგანიზებულ ტურნირზე ითამაშებს.

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის „ინტერ აკადემია საქართველომ“ საწვრთნელი პროცესი საზაფხულო შესვენების შემდეგ განაახლა. აკადემიის 14-წლამდე ფეხბურთელთა გუნდი მილანში სრული შემადგენლობით 6-დან 13 ნოემბრის ჩათვლით გაემგზავრება.

„ერთკვირიან შეკრებაზე გუნდისთვის დაგეგმილია „ინტერის“ აკადემიის ბაზაზე ვარჯიშები, „ინტერის“ კალენდარულ თამაშზე დასწრება, „სან სიროს“ არენის დათვალიერება, „ინტერის“ საფეხბურთო მუზეუმში ვიზიტი და კლუბის ფეხბურთელებთან შეხვედრები. იტალიაში ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აკადემიის 9 მწვრთნელიც გაემგზავრება. მათთვის სპეციალური სასემინარო პროგრამა იქნება შეთავაზებული.

„ინტერ აკადემია საქართველოს“ გადაწყვეტილებით, მილანის ყოველწლიურ შეკრებაში სწორედ 14 წლამდე ფეხბურთელთა ასაკობრივი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რაც კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს“ – წერია „ინტერ აკადემია საქართველოს“ გავრცელებულ ცნობაში.