დავით მუჯირი - დიდი ხანია, უეფა-სთან ბავშვთა უსაფრთხოების პროექტზე ვთანამშრომლობთ #1TVSPORT
დავით მუჯირი - დიდი ხანია, უეფა-სთან ბავშვთა უსაფრთხოების პროექტზე ვთანამშრომლობთ #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ შორის, რომელიც 51 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მემორანდუმი გაფორმდა.

„მემორანდუმის მიხედვით, ჩატარდება ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობადობის ასამაღლებელი ტრენინგები, რაც მოიცავს ბავშვთა მიმართ ძალადობის ამოცნობას და რეფერირების პროცედურების გაცნობა/გააზრებას. ტრენინგების მიზანია, ფეხბურთი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და სასიამოვნო გამოცდილება ყველა ბავშვისთვის. შესაბამისად, სფფ აღრმავებს თანამშრომლობას შესაბამისი კომპეტენციის ორგანიზაციებთან და იწყებს საგანმანათლებლო სესიებს“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

მემორანდუმს ხელი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების“ თავმჯდომარემ, გია კაკაჩიამ მოაწერეს.

„უკვე დიდი ხანია, უეფა-სთან ვთანამშრომლობთ ბავშვთა უსაფრთხოების პროექტზე, რომელიც ფეხბურთში ჩართული ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩავატარებთ ტრენინგებს, რომელიც ფეხბურთში ჩართულ ბავშვებისთვის გარემოს მაქსიმალურად უსაფრთხოს გახდის. ამიტომ, ძალიან მნიშვენლოვანია ჩვენი პარტნიორობა და კოალიციას თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი“, – ამბობს სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.