ნემსაძე ფეხბურთის განვითარების ფონდში იმუშავებს - კორექტირების ხარჯზე სწორი მიმართულება უნდა ავირჩიოთ #1TVSPORT
ნემსაძე ფეხბურთის განვითარების ფონდში იმუშავებს - კორექტირების ხარჯზე სწორი მიმართულება უნდა ავირჩიოთ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში იმუშავებს, – ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.

„მე ახლა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში ვარ. სულ ორიოდე დღეა, რაც დავინიშნე და მინდა, ჩვენი ფეხბურთის განვითარებაში მონაწილეობა მივიღო, პრობლემებს უფრო ახლოს გავეცნო და კორექტირების ხარჯზე სწორი მიმართულება ავირჩიოთ და ეს ნაბიჯები გადავდგათ.

ეროვნულ ჩემპიონატში როგორ უნდა დაიხარჯოს თანხები და მდგომარეობა როგორ უნდა გამოსწორდეს, ესაა მნიშვნელოვანი. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი  სწორედ ჩემპიონატის დონის გაუმჯობესებას ემსახურება და ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.