6-დან 15 მაისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები ინიშნება.
დამატებითი მატარებელი თბილისიდან 07:00 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან 14:10 საათზე გამოვა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: საქართველოს რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.