6-8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელია.
რაც შეეხება მომდევნო დღეებს, უწყების ცნობით, 6-8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში დათბება და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს.
„აღმოსავლეთ საქართველოში 5-7 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში შესაძლოა, თოვლჭყაპი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 8 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ცნობით, თბილისში 5-6 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი, 7-8 ოქტომბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.