გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.
ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„6 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 7 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.