დავით მარსაგიშილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლისათვის ბრძლას გამოეთიშა. ქართველი სპორტსმენი ასპარეზობაში მერვედფინალურ ეტაპზე ჩაერთო, სადაც ოლიმპიადისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედ პრიზიორ, ამერიკელ – ჯეიდენ კოქსს დაუპირისპირდა. მარსგიშილმა შეხვედრა 6:2 დათმო. იმ შემთხვევაში თუ ჯეიდენ კოქსი კიდევ ორი შეხვედრის მოგებას შეძებს და ფინალში გავა, დავით მარსაგიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
დღესვე მეოთხედფინალის საგზური, უკვე მოიპოვა –ვლადიემრ ხინჩეგაშვილმა (65 კგ.) სადაც ის, რუს – ახმედ ჩაკაევს შეხვდება. რაც შეეხება დავით ხუციშვილს (79 კგ.) მან პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში, თურქ – აიან სუჩუს შეხვდება. ოთარ გოგავა(57 კგ) კი საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა.
შეგახსენებთ რომ გუშინ წინასწარი შეხვედრები ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა, საიადანც სამში ქართველი ფალავნები ფინალურ ბლოკში გავიდნენ. გენო პეტრიაშივილი (125 კგ.) და ავთანდილ კენჭაძე ( 74 კგ) ფინლაში იასპარეზებენ, ბექა ლომთაძე (61 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება. ფინალური ბლოკი 21:00 – იდან დაიწყება.