სენაკში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სენაკში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სენაკში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს და აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა – გენო ადამიას, ნოდარ კანკიას, გურამ გაბესკირიასა და ყველა დაღუპული მეომრისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას პატივი მიაგეს. მანამდე, ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმი დაათვალიერეს.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.