ბათუმში 16 სექტემებრს საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალი გაიხსნება
ბათუმში 16 სექტემებრს საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალი გაიხსნება

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალი 16 სექტემებრს გაიხსნება და მასზე  35 ქვეყნიდან 100 -მდე კინო იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალს კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად, კოტე მიქაბერიძის ფილმი „ჩემი ბებია“ გახსნის. კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი, წელს ფესტივალი სპეციალურ ჯილდოს ოპერატორ ლომერ ახვლედიანს გადასცემს.

მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება ზღვისპირა ქალაქის კინოთეატრში და ღია ცის ქვეშ, ერას მოედანზე გაიმართება. რიგით მე-13 ფესტივალს  ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური ეყოლება.

ჟიურის თავმჯდომარე წელს სერგეი რახლინი იქნება, რომელიც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის თავმჯდომარეა- ორგანიზაციის, რომელიც ამერიკის კინოდაჯილდოება „ოქროს გლობუსს“ ატარებს.

ბათუმის საავტორო კინოს რიგით მე-13 ფესტივალზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ჰორიზნტი“ მოხვდა.

საავტორო კინოს ფესტივალი ბათუმში 23 სექტემბერს დაიხურება .

როგორც ფესტივალის ორგანიზატორი და დამაარსებელი ზვიად ელიზიანი პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, 2018 წლის BIAFF -ის სრული პროგრამა თვის ბოლოს გახდება ცნობილი.