51 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი 2 თებერვალს უყრის კენჭს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, რეგლამენტის გათვალისწინებით, დროის მაქსიმუმი მისცენ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
„უფლებამოსილების შეწყვეტას რაც შეეხება, მაქსიმალურად, ბოლო წუთამდე ვცდილობთ, მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს მათ განცხადებებს 17-18 იანვარს, შემდეგ წარედგინება ბიუროს. უკვე 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტმა, 2 თებერვალს, 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უნდა შეუწყვიტოს უფლებამოსილება. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა შემდეგი დეპუტატებისთვის იგეგმება – თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვა, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკანორ მელია, აკაკი მინაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, ლევან ხაბეიშვილი, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თეიმურაზ ჯანაშია, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.