საბერძნეთის კუნძულ როდოსზე, სამმა ბოშა მამაკაცმა სანადირო თოფებით ბოშათა ბანაკს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 13 ადამიანი.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც ექვსი მათგანი უკვე გაეწერა, შვიდის მდგომარეობა კი მძიმეა.
პოლიციამ 17 წლის მოზარდი დააკავა, ორ პირს კი ამ დრომდე ეძებს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.