ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) ინფორმაციით, გარდაიცვალა წარსულში ცნობილი ჩეხი ჩოგბურთელი იანა ნოვოტნა. ის წლების განმავლობაში კიბოს დაავადებას ებრძოდა. ყოფილი ჩემპიონი 49 წლის იყო.
თავის 14-წლიან კარიერაში ნოვოტნამ მოიგო WTA-ის 24 ტურნირი, აგრეთვე, 76 ტიტული წყვილთა თანრიგში. რაც შეეხება “დიდ სლემის” ტურნირებს, მან ერთხელ გაიმარჯვა უიმბლდონზე (1988), აგრეთვე, 12 ტიტული დაისაკუთრა წყვილებში.
გარდა ამისა, ჩეხის ანგარიშზეა ოლიმპიადების ორი ვერცხლი (1988 და 1996 – წყვილებში) და ერთი ბრინჯაო (1996 – ერთეულებში). 2005 წელს, ნოვოტნა ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.