47 წლის სან-მარინოელმა ჩოგბურთელმა რეკორდი დაამყარა
47 წლის სან-მარინოელმა ჩოგბურთელმა რეკორდი დაამყარა

სან-მარინოელმა ჩოგბურთელმა დომენიკო ვიჩინიმ ევრო-აფრიკული ზონის მეოთხე ჯგუფის მატჩში კოსოვოს წარმომადგენელი გენც სელიტუ დაამარცხა. გამარჯვების დღეს იგი 47 წლის და 318 დღის გახლდათ, რაც დევისის თასის გათამაშების რეკორდია.

ამ ასაკში გამარჯვება არცერთ ჩოგბურთელს არ ჰონია მოპოვებული. ვიჩინი დევისის თასზე 1993 წლიდან ასპარეზობს. მისი კოსოვოელი მეტოქე კი 1998 წელს არის დაბადებული.