აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის, გულმკერდის და მცირე მენჯის ტრავმები. აქვს ნეკნების მრავლობითი და საჯდომი ძვლის თეძოს მოტეხილობა. ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი სიმპტომები არ აღენიშნება. პაციენტი რჩება სტაციონარულ განყოფილებაში”,-განუცხადა პირველ არხს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, კონსტანტინე მუმლაძემ.