45 500 კილოგრამი ხახვი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს
45 500 კილოგრამი ხახვი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 45 500 კილოგრამი ხახვი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, 45 500 კილოგრამი ხახვით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.

საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, საქონლის მიმართ კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, საქონლის მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, გამოვლინდა, რომ აღნიშნული ტვირთი არ შეესაბამებოდა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებს.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.