42° პარალელი - როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად
42-ე პარალელი, გთავაზობთ ინტერვიუს მსოფლიოს წამყვან განვითარების ეკონომისტთან, ერიკ რეინერტთან. მისი ბესთსელერი, „როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად?“, უკვე 23 ენაზე ითარგმნა, მათ შორის სულ ახლახან დაიბეჭდა ქართულადაც.
ინტერვიუში მოისმენთ კითხვებზე პასუხს: რატომ ვართ ღარიბი ქვეყანა და როგორ უნდა გავმდიდრდეთ? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა არ დაიცალოს ადამიანებისგან? რაში ცდებოდა დევიდ რიკარდო და რა არის ვაჭრობის ალტერნატიული თეორია? როგორ გახდა ერიკ რეინერტი წარმატებული ბიზნესმენი და როგორ შეუწყო მას ხელი ამაში სწორმა ეკონომიკურმა სტრატეგიამ.
ერიკ რეინერტი ამჟამად არის ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, ფლობს ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და არის კორნელის უნივერსიტეტის დოქტორი ეკონომიკაში. მას სპეციალურად 42-ე პარალელისთვის, ტატო ხუნდაძე ესაუბრა.
42° პარალელი