4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მობილობის შემცირების მიზნით მიიღო.
12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. შეზღუდვა გუშინ ამოქმედდა. შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.
ამასთან, დღესაც მოქმედებს სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა. შეზღუდვა 2 მაისს შევიდა ძალაში და დღეის ჩათვლით იმოქმედებს. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.